2018-06-07 22:38:02, 36195 ნახვა
სპეციალური ანონსი
8 ივნისის ანონსი
![]() 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 10:30 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შვედეთის სტატისტიკას შორის თანამშრომლობის შვიდწლიანი პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართება. 10:30 საათზე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრების შეხვედრა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან - „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური ანგარიშის განხილვა". 11:00 საათზე, პარლამენტში, ა კორპუსი 114 ოთახი, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის შეხვედრა ზაზა სარალიძესთან. 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი საქმიანობის ანგარიშს წარადგენს და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით სადისკუსიო პანელს გამართავს. 11:00 საათზე, ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები მედიას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შესახებ ინფორმაციას გააცნობენ. 11:00 საათზე, ევროპის საბჭოს პროექტი „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) დასკვნებისა და CEEG-ის სახელმძღვანელო პრინციპების კრებულის პრეზენტაციას გამართავს. 12:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ვიზიტორების მახასიათებლების კვლევის პრეზენტაციას გამართავს. 13:00 საათზე, „2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი" საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა. 14:00 საათზე, უმცირესობაში შემავალი ფრაქციები: „ევროპული საქართველო", ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" და ევროპული საქართველო - რეგიონები", „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის" და საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ" სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას განიხილავენ. 14:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს უწყების მიერ დაგეგმილ პროექტებსა და ახალ რეგულაციებზე მიაწვდის ინფორმაციას. 14:00 საათზე, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით საბჭოთა ანტირელიგიური პოლიტიკისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. 16:00 საათზე, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მე-5 სხდომა. 16:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული „სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს" სხდომა. 16:00 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" წევრების შეხვედრა ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან, გიორგი კაკაურიძესთან. 17:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა. 17:00 საათზე, სასტუმრო “ბეტსში“ საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართება. 19:00 საათზე, იუსტიციის სახლთან თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართება. 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში კინორეჟისორ ალბერტ სერასთან საჯარო შეხვედრა გაიმართება.
შსს - მწვერვალ თეთნულდისკენ მაშველთა ჯგუფი ტურისტების დასახმარებლად ფეხით მიემართება
აშშ-ს დაზვერვა - რუსეთი ფრონტზე ყოველდღიურად 500 ჯარისკაცს კარგავს
დანილოვი - არსებობს შესაძლებლობა, ოკუპანტებმა გადაწყვიტონ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქება
„მთავარი“, „ფორმულა“ და „ტვ პირველი“ კომუნიკაციების კომისიას ორკესტრირებულ სადამსჯელო ქმედებაში ადანაშაულებს
|
ომი უკრაინაში![]() აშშ-ს დაზვერვა - რუსეთი ფრონტზე ყოველდღიურად 500 ჯარისკაცს კარგავს
![]() მედვედევი - ევროკავშირსაც აქვს ატომური ელექტროსადგურები, სადაც უბედური შემთხვევები ასევე შეიძლება მოხდეს
![]() უკრაინაში ბრიტანული M270 MLRS-ის კიდევ ერთი პარტია ჩავიდა
ვიდეო/LIVE „შინ ევროპისკენ“ - რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს
![]() ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს 2022 წლის ნაცვლად, 2023 წელს განიხილავს
მთავარი თემა
|