|
2018-06-06 10:11:09, 1214 ნახვა
პოლიტიკა
ვოლკერი: ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობა აღიაროს
ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობა აღიაროს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა ნატო-ში, კურტ ვოლკერმა „ამერიკის ხმისთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ვოლკემა აღნიშნა, სირია მთლიანად დამოკიდებულია ირანსა და რუსეთზე, ამიტომ ასადის რეჟიმის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების "აღიარება", რუსეთის ინტერესებშია. "პირველ რიგში, სირია მთლიანად დამოკიდებულია ირანსა და რუსეთზე. რაც შეეხება რუსეთს, ის ცდილობს მდგომარეობის დაძაბვას სხვადასხვა საკითხებით, იქნება ეს ბრიტანეთში ნერვული აგენტის გამოყენება, სირიაში სამხედრო კამპანია, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო ვითარება თუ საქართველოს შემთხვევაში, აღიარება. ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ [აღიაროს აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“]. როგორც იცით, სხვა ქვეყნებმა, რომლებიც მოსკოვზე არიან დამოკიდებული ან მისგან რაიმეს მიღებას ელოდებიან, ეს ნაბიჯი გადადგეს. ნიკარაგუა ერთ-ერთია, ასევე წყნარი ოკეანის კუნძულს ამაში ფული გადაუხადეს. ასე რომ, ეს შესაძლებელია. სახელმწიფოების უმეტესობა ასე არ მოიქცევა, რადგან ყველა ქვეყანას აქვს რეგიონი ან ქვეყნის ნაწილი, რომელიც შემდეგ გამოყოფას მოინდომებს", - განაცხადა დიპლომატმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)