|
2015-05-28 12:34:09, 449 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი ისმო-ს გენერალურ დირექტორს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) გენერალურ დირექტორს, ფრენსის გარის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ინტელექტუალური საკუთრების შეფასების და კომერციალიზაციის საკითხებზე. ისმო-ს წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს გააცნეს ინოვაციური Startup-ების შექმნის მიმართულებით მოწინავე ქვეყნების გამოცდილება. „ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მისი დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებში. ისმო-ს გენერალური დირექტორი გაეცნო საქართველოს პროგრესს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების სისტემის განვითარების კუთხით, რაც წარმოადგენს DCFTA-ს ფარგლებში საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას. მის შესრულებაში „საქპატენტის“ როლი მნიშვნელოვანია“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. შეხვედრას ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირმა ქავთარაძე და მიხეილ ჯანელიძე და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე დაესწრო. ცნობისთვის, გუშინ ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს მთავრობასა და ისმო-ს შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ისმო-ს მხარდაჭერით ინტელექტულური საკუთრების სტრატრატიგიის შემუშავებას, საინოვაციო საქმიანობის და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის განვითარებაში ხელშეწყობას, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წიანაპირობაა. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია გაერთიანებული ერების სპეციალიზებული უწყება და ის 188 ქევრ-ქვეყანას აერთიანებს. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების უფლების ისეთი საერთაშორისო სისტემის შექმნა, რომელიც იქნება დაბალანსებული, ეფექტიანი და ხელს შეწყობს ინოვაციების და შემოქმედებითი პროდუქტების შექმნა-განვითარებას. აღნიშნული ორგანიზაციის წევრი საქართველო 1991 წელს გახდა.
კრიმინალური დაჯგუფება სისტემატურად ძალავდა ბიზნესმენს ფულს, უარის შემთხვევაში ბიზნესის რეკეტით და ჯანმრთელობის განადგურებით ემუქრებოდნენ
„SARAJISHVILI“-ს, „ASKANELI“-სა და „ASKANELI V.S.O.P“-ის ბრენდების ფალსიფიციას ახდენდნენ საცხოვრებელ სახლში
პენტაგონი: ირანში კონფლიქტში დაღუპული ამერიკელი სამხედროების რიცხვი 19-მდე გაიზარდა
თვეების განმავლობაში მიმდინარე დავის შემდეგ, ტრამპმა დანიასთან და გრენლანდიასთან შეთანხმებას მოაწერა ხელი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)