|
2018-06-01 20:43:50, 630 ნახვა
„უსათნოესია თითოეული თქვენგანის ღვაწლი ღვთისა და ერის წინაშე“ - აქციაზე მამა გიორგი მამალაძის წერილი წაიკითხეს
პარლამენტთან, სადაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, ე.წ. ციანის საქმეში მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მივიდა. ადვოკატმა შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და მამა გიორგი მამალაძის წერილი წაიკითხა. "მინდა წაგიკითხოთ ამ სისტემის ერთ-ერთი მსხვერპლის მამა გიორგი მამალაძის წერილი, რომელიც მან ციხიდან გამოგზავნა. ამ წერილით ის უთანაგრძნობს ყვე;ა აქ შეკრებილ, შვილმკვდარ მშობელს", - აღნიშნა რამიშვილმა. მამა გიორგი მამალაძის წერილს "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "ჩემო კეთილო ადამიანებო, ჩემო ძმებო და დებო, მოგესალებით საპრყობილიდან და ლოცვ-კურთხევას გიგზავნით. მართლმსაჯულების სისტემა მე უსამართლოდ მომექცა, მაგრამ ეს უსამართლო სისტემა გაცილებით დაუნდობელი აღმოჩნდა ზაზა სარალიძისათვის. ზაზა სარალიძე ჩემთვის არის მამობრივი სიყვარულის და მამობრივი თავგანწირვის სიმბოლო. ამ ადამიანმა გადაიტანა შვილის სიკვდილი, მაგრამ ვერ ეგუება და ვერ შეეგუება იმ სიცრუეს და ბუნდოვნებას, რაც პროკურატურამ მისი შვილის მკველობასთან დაკავშირებით შექმნა. დღეს მე არ მაქვს საშუალება თქვენს გვერდით ვიდგე, მაგრამ ჩემი ფიქრები და ჩემი ლოცვა თქვენთანაა. მინდა ჩემი ღრმა პატივისცემა და მწუხარება დავუდასტურო მალხაზ მაჩალიკაშვილს - ვაჟკაც ქისტ კაცს, ასევე ყვველა ჭირისუფალ მშობელს. ღმერთი მოგანიჭებთ სამართალს ნუგეშად. მოგმართავთ თქვენ ადამიანებს, რომლებიც დგახართ აქ დღეს - თითოეული თქვენთაგანი არის სამართლიანობის მხედარი და უსათნოესია თითოეული თქვენგანის ღვაწლი ღვთისა და ერის წინაშე. ღრმად მწამს, რომ თქვენი ღვაწლი არის გარანტია იმისა რომ ამიერიდან ეს სისტემა ვეღარავის გაანადგურებს. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, იყავნ თქვენი ყოველთა თანა, ამინ!", - წერს მამა გიორგი.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)