|
2018-05-28 19:30:59, 1513 ნახვა
კომენტარი
რუსი მღვდელმსახური საქართველოში მოვლენილ მამაოზე: ის რუსული ეკლესიის სახე იქნება
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლთან ერთად საღმრთო ლიტურგიაში დღეს მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებლური ქვეყნების დელეგაციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობა რუსეთის საპატრიარქოდან მოვლინებულმა სასულიერო პირებმაც მიიღეს. მათ საქართველოში მოვლენილ მამა ვლადიმერის მისიაზეც ისაუბრეს. როგორც ერთ-ერთმა მღვდელმსახურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მამა ვლადიმერის საქართველოში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის საპატრიარქომ მიიღო. "დიდი ხანია მოსკოვში არსებობს საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლობა. ეკლესიაში წირვა-ლოცვა სრულდება ქართულ ენაზე. რაც შეეხება მამა ვლადიმერის საქმიანობას, ის სულიერ საზრდოს მიაწვდის საქართველოში მცხოვრებ მართლმადიდებელ რუსებს. ის არავის ინტერესების დამცველი არ იქნება. ის იქნება რუსული ეკლესიის სახე და ხიდის როლს შეასრულებს ჩვენს ეკლესიებს შორის“, - აღნიშნა სასულიერო პირმა. ამასთან, სასულიერო დელეგაციამ საქართველოში წმინდანთა ნაწილები ჩამოაბრძანა, რომელიც კომპლექსს მუდმივ მფლობელობაში გადაეცა. „ჩვენ ვართ იმ დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც ამ შესანიშნავი ტაძრის მშენებლობის დაწყების 5 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების მხარდასაჭერად ჩამოვიდა. ჩამოვიტანეთ როსტოვისა და იარლოსვლავის ეპარქიის საჩუქარი წმინდანთა ძვლები, რომლებიც აქ სამუდამოდ იქნება დასვენებული. ამით იმედი გვაქვს აღსრულდება სულიერი ერთობა მოძმე ქართველ და რუს ხალხებს შორის”, -განაცხადა იღუმენი ავგუსტინმა. შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საპატრიარქო საქართველოში წარმომადგენელს გზავნის. პატრიარქ კირილესა და სინოდის გადაწყვეტილებით სასულიერო პირი რუსულენოვანი მრევლისთვის იქადაგებს და საჭიროების შემთხვევაში რუსეთის ეკლესიის პოზიციას წარმოადგენს.
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)