|
2018-05-26 12:53:39, 520 ნახვა
დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე
პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს. „მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე - 100 წლის წინ 1918 წლის 26 მაისს საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად და, ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მიღწევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უკვე მაშინ, გამომდინარე ჩვენი ათასწლეული ისტორიიდან გვქონდა ღირებულებები, რომელიც იყო ნამდვილად დემოკრატიული“, - განაცხადა მინისტრმა, რომელიც რუსთაველის გამზირზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფება და სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სადღესასწაულო ღონისძიებებში რამდენიმე სივრცითაა წარმოდგენილი, მათ შორის ტექნოპარკის, „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ფოსტის და ბათუმის საზღვაო აკადემიის. ამასთან, სამინისტრო აქტიურ მონაწილეობას იღებს სადღესასწაულო ღონისძიებებში მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ქუთაისში, გორში და სხვა ქალაქებში. დიმიტრი ქუმსიშვილმა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად რუსთაველის გამზირზე დაათვალიერა სამეწარმეო მარკეტი, სადაც პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარების და ქართველი სტარტაპერების მიერ შექმნილი პროდუქციაა წარმოდგენილი. „ჩვენ გვყავს სიმბოლურად მოწვეული 100 მონაწილე „აწარმოე საქართველოდან“. ასევე „საქართველოს ფოსტა“ არის წარმოდგენილი რუსთაველის გამზირზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ფოსტის ისტორიის და ასევე თვითონ მარკის ისტორიის განვითარებას გაგვაცნობს. წარმოდგენილია საზღვაო აკადემია და, რა თქმა უნდა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსთაველზე მოსული სტუმრები ძალიან ბევრ ძალიან საინტერესოს ნახავენ და ისიამოვნებენ დღევანდელი ზეიმით“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)