|
2018-05-25 19:13:57, 1391 ნახვა
პოლიტიკა
გრიბაუსკაიტე კვირიკაშვილს: ჩვენ ვართ თქვენი ქვეყნის ერთგვარი ადვოკატები ნატოსა და ევროკავშირში
საქართველო არის თანამედროვე, ძალიან სწრაფად განვითარებადი სახელმწიფო და ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ვართ თქვენთან და თქვენთვის, ნატოსა და ევროკავშირიში ინტეგრაციის გზაზე, - ამ სიტყვებით მიმართა ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის ძალიან ადვილი და სასიამოვნოა საქართველოს მხარდაჭერა, რადგან ამას ზურგს უმაგრებს, როგორც ლიეტუველი ხალხი, ისე - პოლიტიკური წრეები. „ჩვენ ვართ თქვენი ქვეყნის ერთგვარი ადვოკატები ნატოსა და ევროკავშირში. ძალიან მოხარული ვარ რომ თქვენთან ვარ ამ მშვენიერ დღეს - თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეზე, ჩვენი ქვეყნის მსგავსად. ზოგადად მთელი რეგიონის, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, პოლონეთმა, ფინეთმა და თქვენ, შეძელით დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვება და სახელმწიფოებრიობის დაბრუნება და დღეს საქართველო არის თანამედროვე, ძალიან სწრაფად განვითარებადი სახელმწიფო. ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ რომ ვართ თქვენთან და თქვენთვის, ნატოსა და ევროკავშირიში ინტეგრაციის გზაზე",- მიმართა დალია გრიბაუსკაიტემ გიორგი კვირიკაშვილს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლიეტუვას პრეზიდენტს ასევე მიულოცა რესპუბლიკის 100 წლის იუბილე და საქართველოს ავთენტური დასახელების აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა. „ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან 100 წლის წინ, ქართული დემოკრატიის მამებმა გამოაცხადეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა. ჩვენ მადლობელნი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რასაც თქვენი ქვეყანა გვიწევს მსოფლიოს სხვადასხვა პლატფორმის ფარგლებში. ძალიან მადლიერნი ვართ თქვენს მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. საქართველო აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რათა გაუტოლდეს იმ უმაღლეს სტანდარტს, რომელსაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები აწესებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატია საქართველოში ყოველწლიურად უფრო ვითარდება და, რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრები ამ წარმატების თანაზიარნი არიან. დიდი მადლობა საქართველოში ჩამობრძანებისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს", - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტს. შეხვედრაზე, რომელიც მოგვიანებით გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, საქართველოსა და ლიეტუვას რესპუბლიკის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)