22:24 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 16:36:42, 452 ნახვა

ნოდარ კერესელიძე ჩეხეთის სენატის დელეგაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის დელეგაციის წევრებს შეხვდა. დელეგაციას ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ვიცე-პრეზიდენტი ჟირი სესტაკი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ტყის მდგრადი მართვისა და ბიომრავალფეროვნების  შენარჩუნების კუთხით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ნოდარ კერესელიძემ პარლამენტის სენატის ვიცე-პრეზიდენტს ის პროექტები გააცნო, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება კონსოლიდირებული სამინისტროს ფარგლებში აგრარული დარგის და გარემოს დაცვის მიმართულებებით ახორციელებს.

მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოს აგრარული დარგის საექსპორტო პოტენციალზე ისაუბრა და ყურადღება ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის დინამიკასა და ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

საუბარი შეეხო საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პროგრამების მნიშვნელობისა და ამ მიმართულებით  ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის საკითხს; ასევე,  ჩეხეთის რესპუბლიკასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სახიფათო ნარჩენების მართვის კუთხით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. ნოდარ კერესელიძემ ჟირი სესტაკს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ჩეხური ორგანიზაციის „People in Need“ მიერ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის  განვითარების კუთხით განხორციელებული პროექტებიც განიხილეს.

როგორც ჟირი სესტაკმა განაცხადა, ორ ქვეყნას შორის ურთიერთობის გაღრმავება პრიორიტეტულია. საქართველოს აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

 

 

(NS)

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics