15:00 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-23 11:27:25, 1265 ნახვა

კომენტარი
კანდელაკი: მნიშვნელოვანია, სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ მთავრობამ აღსრულებაზე ყურადღება არ მოადუნოს

„მნიშვნელოვანია, ჩვენმა მთავრობამ  სტრასბურგის  გადაწყვეტილების შემდეგ აღსრულებაზე ყურადღება არ მოადუნოს“, - ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი კანდელაკმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.

„შინაარსობრივი სამუშაო დიდი ხნის გაწეულია. ამ სარჩელთან დაკავაშირებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გადაწყვეტილების შემდეგ, აღსრულებაზე ყურადღება არ მოადუნოს ჩვენმა მთავრობამ. რასაც  ადგილი ჰქონდა მეორე, სახელმწიფოთა შორის სარჩელის შემთხვევაში, რომელიც ეხებოდა 2006 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ ათასობით გამოძევებული ქართველის უფლებას“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ დღეს ბოლო მოსმენა გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
ვილი სანიოლიმ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნიდან სომხეთში გააძევა ბელორუსელი ოპოზიციონერი რომელიც თავშესაფარს 5 წელი ელოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics