12:14 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 19:33:50, 1874 ნახვა

პოლიტიკა
სენატორები: აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია

აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, - ამის შესახებ სენატორებმა - რონ ჯონსონმა და კრის მერფიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადეს.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე რონ ჯონსონმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და ევრაზიის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე კრის მერფიმ განსაკუთრებით აღნიშნეს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში, რეფორმების გზით მიაღწია.

სენატორების შეფასებით, მისასალმებელია, რომ რუსეთის აგრესიის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის სტაბილური განვითარების გზა შეინარჩუნა.

განსაკუთრებით გაესვა ხაზი კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ პროგრესს და უსაფრთხოების გაძლიერებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.  ასევე, ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებშიც საქართველოა ჩართული.

რონ ჯონსონმა და კრის მერფიმ ასევე განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნეს ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი, როგორც სამხედრო რეფორმების, ისე პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით.

სენატორებმა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ საქართველოს აშშ-ში, “რესპუბლიკელებისა” და “დემოკრატების” ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics