|
2018-05-21 13:40:37, 1257 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამართლებრივი არგუმენტი ქვეყნის დეოკუპაციისათვის
„სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამართლებრივი არგუმენტი ქვეყნის გაერთიანებისა და დეოკუპაციისათვის“, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებით საერთაშორისო სასამართლო იტყვის, რომ რუსეთი აკონტროლებს ცხინვალის რეგიონს და დავის ფარგლებში დაყენებული ყველა დარღვევა კრემლის პასუხისმგებლობაა. „სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოტანილი პირველი გადაწყვეტილება, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი აკონტროლებდა და აკონტროლებს ცხინვალის რეგიონს, რომ ე.წ. სამართლებრივი გაგებით ეფექტური კონტროლი არის მისი და არა ვინმე სხვისი, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ეს დავა და ამ დავის ფარგლებში დაყენებული ყველა დარღვევა სწორედ რუსეთის პასუხისმგებლობაა. იმის თქმა, რომ იქ ეთნიკური ქართველები მოკლეს ოსებმა და რუსეთი არაფერ შუაშია, სამართლებრივად სუსტია. ჩვენ, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის გამოსვლებით დაწყებული, სხვა დოკუმენტური მასალით, ვაჩვენებთ, რომ დიახ, რუსეთი წვრთნიდა იმ შენაერთებს; დიახ, რუსეთის ხელით და რუსულ კანონებზე დაყრდნობით ხდებოდა ყველა ის დარღვევა, რაც ცხინვალის რეგიონში მოხდა. ეს ყველაფერი იქნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში და ჩვენი მომავალი თაობებისთვის ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამართლებრივი არგუმენტი სამომავლო ბრძოლაში ქვეყნის გაერთიანებისა და დეოკუპაციისათვის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“. ზეპირი მოსმენა მიმდინარე წლის 23 მაისსაა ჩანიშნული. სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი ხელმძღვანელობს.
(NS)
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
ვილი სანიოლიმ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნიდან სომხეთში გააძევა ბელორუსელი ოპოზიციონერი რომელიც თავშესაფარს 5 წელი ელოდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)