|
2018-05-18 20:32:27, 1492 ნახვა
კომენტარი
პუტინი: ვიმედოვნებ, რომ სერგეი სკრიპალი ჯანმრთელი და უვნებელი იქნება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სერგეი სკრიპალის საავადმყოფოდან გამოწერას გამოეხმაურა. პუტინი იმედოვნებს, რომ რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი ჯანმრთელი და უვნებელი იქნება. „ღმერთის წყალობით, ის გამოჯანმრთელდა და დღეს შევიტყვე, რომ გამოეწერა საავადმყოფოდან. ვიმედოვნებ, რომ ის იქნება ჯანმრთელი, ცოცხალი და უვნებელი“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამოძიებაში დასახმარებლად მზადაა, თუმცა ლონდონიდან პასუხი ამ დრომდე არ არის. ცნობისთვის, სოლსბერის სავადმყოფოდან რუსეთის დაზვერვის ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი სახლში გაწერეს. შეგახსენებთ, რომ ქალაქ სოლსბერიში იულია და სერგეი სკრიპალები ქიმიური იარაღით "ნოვიჩოკით" მოწამლეს, რაშიც დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ფედერაცია დაადანაშაულა. სკანდალს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)