14:05 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 18:55:48, 1533 ნახვა

კომენტარი
ცქიტიშვილი გახარიას: ამ სპეცოპერაციამ პოლიციელეების რეპუტაციის თვალსაზრისით ზიანი მოიტანა

„ძალიან კრიზისული რეპუტაცია ჰქონდა პოლიციას წლების განმავლობაში და ეს რეპუტაცია    პოზიტიურისკენ შეიცვალა, მაგრამ ამ კონკრეტულ მოქმედებას შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი ზიანი მოეტანა და მოიტანა კიდეც პოლიციელების რეპუტაციის თვალსაზრისით", - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციაზე საუბრისას შს მინისტრს.

ცქიტიშვილისთვის გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო მხოლოდ ამ ორ კლუბში სპეცოპერაციის ჩატარება მაშინ, როცა სხვა კლუბებში ჩხრეკის სანქციაც იყო გაცემული.

"ბატონო  გიორგი, თქვენ  დეტალურად ახსენეთ მიზეზი ის, თუ 12 მაისს რატომ მოხდა ღამის კლუბებში სპეცოპერაციის ესეთი ფორმით დაგეგმვა, მაგრამ მე მგონია, რომ მაინც რჩება კითხვები. თუ გარეთ დაიჭირეთ რატომ გახდა აუცილებლობა შიგნით შესვლის, სამთვიანი წინასწარი მზადების შემთხვევაში. რატომ გახდა  მაინც და მაინც ამ ორ კლუბში და არა სხვაში და როგორც თქვენ თქვით, სხვა კლუბებში იყო სანქცია იმის, რომ შესვლა და ჩხრეკა მომხდარიყო. ზოგადად რამდენად პოლიტიკურად გათავისებული იყო ამ გადაწყვეტილების შედეგები? პოლიტიკურ შედეგებში ვგულისხმობ იმას, რომ გარკვეულწილად მოხდა კლუბური ცხოვრების ნაწილის დემონიზება. ჩვენ ამას ვხედავთ როგორც სოციალურ ქსელებში, ისე ქუჩაში და ის კოლარიზირებული დამოკიდებულება ერთის მხრივ ამ ახალგაზრდების, რომლებიც აპროტესტებდნენ და მეორეს მხრივ მათ მოწინააღმდეგეების კონტრაქციების, რომელიც კიდევ ცალკე თემაა და ამაზე მე ვფიქრობ რომ თქვენ გაქვთ პასუხები. დღეს როდესაც ჩვენ რეფორმებთან ერთად  ვაყალიბებთ ახალ რეპუტაციას ძალიან, ძალიან კრიზისული რეპუტაცია ჰქონდა პოლიციას წლების განმავლობაში და ეს რეპუტაცია პოზიტიურისკენ შეიცვალა. ამ კონკრეტულ მოქმედებას შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი ზიანი მოეტანა და მოიტანა კიდევაც პოლიციელების რეპუტაციის თვალსაზრისით", - მიმართა ცქიტიშვილმა გიორგი გახარიას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics