|
2018-05-18 15:35:04, 2451 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: რუსეთმა უნდა უზრუნველყოს ოკუპირებულ რეგიონებში ევროპის საბჭოს შესაბამისი მექანიზმების დაშვება
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროპის საბჭოს 128-ე მინისტერიალში იღებს მონაწილეობას, რომელსაც დანია მასპინძლობს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები იცავდნენ იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რასაც ეფუძნება ეს ორგანიზაცია, რომელიც დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას, რადგან წევრი ქვეყნები არღვევენ მის ფუნდამენტურ ვალდებულებებს და მათ შორის არის რუსეთის ფედერაცია, რომლის ქმედებებიც ეწინააღმდეგება ორგანიზაციის ძირითად პრინციპებს. „მომავალ წელს 70 წელი სრულდება ევროპის საბჭოს დაფუძნებიდან, ამ პერიოდის განმალობაში წევრმა ქვეყნებმა ძალიან დიდი სარგებელი მიიღეს ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობით. ეს ორგანიზაცია ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობის გაძლიერებას და ეს არის ის პრინციპები, რომელსაც უნდა იცავდეს ყველა წევრი ქვეყანა. სამწუხაროდ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ორგანიზაცია ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან წევრი ქვეყნები არღვევენ ვალდებულებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ რუსეთის ფედერაცია არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს ამ ორგანიზაციისა", - განაცხადა ჯანელიძემ მინისტერიალის შეფასებისას. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაცია განვითარდეს და საქმიანობა გააგრძელოს იმ პრინციპების შესაბამისად, რასაც ის ეფუძნება. „ყველა სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს იმ გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელსაც იღებს ორგანიზაცია. რუსეთმა უნდა უზრუნველყოს როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ ევროპის საბჭოს შესაბამისი ინსტიტუტების დაშვება რეგიონში, რათა ჩვენ შევძლოთ ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესება ადგილზე. რა თქმა უნდა ჩვენ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუმჯობესდეს ამ რეგიონებში", - განაცხადა მინისტრმა. მან ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოსთან მიმართებაში განხორციელებულ ქმედებებს. მათ შორის გენერალური მდივნის ყოველწლიურ მოხსენებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ასევე მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას, სადაც მკაფიოდ არის დაფიქსირებული რუსეთის ფედერაციის ვალდებულებები ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებზე. მინისტრმა ასევე შეაფასა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის გეგმის შესრულების თავლსაზრისით, რაც უკავშირდება საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას, რაც მხარდაჭერილია წევრი ქვეყნების მხრიდან და აისახება საქართველოს წარმატებულ საქმიანობაში ევროპის საბჭოში. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სიტყვით მიმართა მინისტერიალის მონაწილეებს. მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრებს მართავს კოლეგებთან.
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)