|
2018-05-05 16:36:25, 2258 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ევროკავშირი კიდევ უფრო გაძლიერდება, როდესაც საქართველო, მისი ისტორიული ნაწილი შეუერთდება
საქართველოს პრესიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისში გამართულ ,,ევროპის დღეები - 2018 - ში" მიიღო მონაწილეობა და ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და მიღწევებზე ისაუბრა. ,,ევროპა შედგა, როგორც ერთერთი ყველაზე ძლიერი კავშირი. და ეს კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდება, როდესაც საქართველო, რომელიც მისი ბუნებრივი, ისტორიული ნაწილი იყო შეუერთდება ევროპას და ევროპის კავშირის სრულუფლებიანი წვერი გახდება. ორი, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ევროპულ ცივილიზაციაში - ეს არის ინდივიდუალიზმი და ამ ინდივიდუალიზმის ერთიან საოზგადოებაში, ერთიან პროცესში შენარჩუნების თავისუფლება. ჩვენ ბუნებრივად ამ კულტურის ნაწილი ვართ და დღეს მე ვულოცავ ყველა იმ თავისუფალ ადამიანს, რომელიც იღწვის იმისთვის, რომ შედეგეს თავისუფალი საქართველო, შედგეს თავისუფალი ევროპა და საქართველო იყოს ამ ევროპის ნაწილი. ევროპის ქვეყნები ძალიან სერიოზულ დახმარებას და მხარდაჭერას უწევენ საქართველოს, კიდევ უფრო ნათლად ეს მხარდაჭერა იქნება ნაჩვენები ჩვენთვის 26 მაისს, როდესაც ჩვენ ევროპელ თანამოაზრეებთან ერთად ამაყად აღვნიშნავთ პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. ევროპის დრეები საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ტარდება და მიზნად ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებასა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობა გაზრდაა. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით, ღია ცის ქვეშ მოწყობილი „ევროსოფელი“ დაათვალიერა, სადაც დამთვალიერებლებს სხვადასხვა შემეცნებით, გასართობ და სპორტულ აქტივობაში ჩაერთვის შესაძლებლობა ჰქონდათ.
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)