16:46 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-04 21:14:07, 3130 ნახვა

კულტურა
ენიო მორიკონემ ქართველი მსმენელისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერა

იტალიელმა კომპოზიტორმა ენიო მორიკონემ ქართველი მსმენელისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერა.

მიმართვაში მუსიკოსი აღნიშნავს, რომ მსმენელისთვის შეასრულებს როგორც ნაცნობ და საყვარელ კინომუსიკას. ასევე,  უცნობ ნამუშევრებს.

„19 მაისს ვიქნები საქართველოში და „ბლექ სი არენაზე“ ჩემი მუსიკალური ნაწარმოებების კონცერტს შემოგთავაზებთ. კონცერტისთვის შევარჩიე მუსიკა, რომელიც მაყურებელს სიამოვნებას მიანიჭებს. ასევე შესრულდება ნაწარმოებები, რომლებიც ძალიან მიყვარს და მსურს, თქვენც გაგაცნოთ.

იმედი მაქვს, ყველაფერი მოგეწონებათ. ორკესტრი კარგად დაუკრავს. ასევე ვიმედოვნებ, რომ ადგილობრივი გუნდიც კარგად იმღერებს. მე მომწონს მათი ვოკალი. მომღერლები ღირსეულად წარდგებიან თავიანთი მაყურებლის წინაშე“, – ამბობს მორიკონე ვიდეომიმართვაში.

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics