14:38 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-04 19:51:23, 592 ნახვა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის სამხედრო თემატიკის გამოფენა გაიხსნა

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის სამხედრო თემატიკის გამოფენა გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა. გამოფენა 7 მაისამდე გაგრძელდება.

ღონისძიება დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ გახსნა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს სამხედრო ისტორიას იცნობდნენ და ეს ცოდნა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ასევე ქვეყნის განვითარებას მოახმარონ.

ღონისძიების გახსას დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის სამხედრო ლიცეუმის კადეტები და სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. მათ ისტორიკოსმა დიმიტრი სილაქაძემ დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის შეიარაღებული ძალების შესახებ საჯარო ლექცია წაუკითხა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის სამხედრო თემატიკის ფოტო და დოკუმენტური საარქივო მასალების ასლები; მათ შორის, რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომში მონაწილე უფროსი კურსის იუნკერთა სიის ნაწილი, 1918 წელს გადაღებული ფოტო - გენერალი გიორგი კვინიტაძე გერმანელ სამხედროებთან ერთად, სამხედრო სამინისტროს თანამშრომლები, ქართველი არტილერისტები და სახალხო გვარდიელები, 1919 წლის დოკუმენტი, თუ როგორი იყო შეიარაღებული ძალების სტრუქტურა, ან ოფიცერთა ატესტაციის პროექტი, ასევე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული საარქივო ფოტოები.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე განმარტებას ითხოვს
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics