11:03 - 28 Jul, 2026
|
2015-05-24 17:25:32, 631 ნახვა
საზოგადოება
სამების ახალგაზრდულ ცენტრში მეფუტკრეობის კოლეჯი შეიქმნება
სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მეფუტკრეობის კოლეჯი შეიქმნება. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქის თქმით, კოლეჯში ჩაბარების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება. სასწავლებელი რამდენიმე თვიანი იქნება. ლექციებს კი, გამოცდილი მეფუტკრეები ჩაატარებენ. „მეფუტკრობა მადლიანი საქმეა. თაფლს, სანთელს და ჯანმრთელობას იძლება. გამოცდილი ადამიანებისგან მომისმენია, რომ მესაქონლეობა, მეღორეობა, მეფრინველეობა სცადეს. მაგრამ ყველაზე სასარგებლო მეფუტკრეობა ყოფილა“, – აღნიშნა ილია მეორემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)