|
2018-05-02 18:01:49, 1813 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის შემდეგ, დებატები საპარლამენტო უმცირესობამაც დატოვა
პარლამენტში მიმდინარე დებატები პრეზიდენტის შემდეგ, საპარლამენტო უმცირესობამაც დატოვა. როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ აღნიშნა, უმრავლესობის გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც მხარი არ დაუჭირა რეგლამენტის ცვლილებას და პრეზიდენტს დარბაზში დაბრუნების საშუალება არ მისცა, საპარლამენტო უმცირესობასაც მიზანშეუწონლად მიაჩნია დებატებში მონაწილეობა. „ჩვენი დღევანდელი დებატი რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური დებატები საპარლამენტო სუბიექტებს შორის, მაგრამ ყველას გვესმის, რომ დღეს არ არის ჩვეულებრივი საპარლამენტო დისკუსია უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში. დღეს შექმნილია არაორდინალური პოლიტიკური სიტუაცია და შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაში, უმრავლესობის გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც მხარი არ დაუჭირა იმ ფორმატს, რომელიც საშუალებას მოგვცემდა პრეზიდენტი დაბრუნებულიყო და მონაწილეობა მიეღო ამ ფორმატში, საპარლამენტო უმცირესობასაც მიზანშეუწონლად გვეჩვენება დებატებში მონაწილეობის გაგრძელება. ამიტომ, დებატებში მონაწილეობას აღარ გავაგრძელებთ. იმედს ვიტოვებთ, რომ ხვალინდელი დღიდან ასეთივე პრინციპულები იქნებით რეგლამენტის შესრულებაში, მაშინ როდესაც საკითხი შეეხება მინისტრების მობრძანებას პარლამენტში“, - განაცხადა ბაქრაძემ. ცნობისთვის ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა დებატების კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელება მოითხოვა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნა, რომ ეს რეგლამენტის დარღვევა იქნებოდა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა და განაცხადა, რომ დარბაზში იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა, თუ დისკუსიაში ჩართვის საშუალება მიეცემოდა. პარლამენტმა რეგლამენტის შეცვლასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. რეგლამენტის შეცვლის მომხრე 28 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი, 50. შესაბამისად, დებატების პრეზიდენტის გარეშე გაგრძელდა.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)