|
2018-05-02 17:35:05, 2288 ნახვა
პოლიტიკა
დაპირისპირება პარლამენტში - პრეზიდენტმა სხდომათა დარბაზი დატოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. გიორგი მარგველაშვილს რამდენიმე დეპუტატისთვის პასუხის გაცემა სურდა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა: „ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ნება მომეცით დებატის სახე მივცე ჩვენს დღევანდელ თავყრილობას. გარკვეულ კითხვებს, რომელიც იყო წარმოდგენილი შევეცადო რომ ვუპასუხო“, - მიმართ პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს. კობახიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტისგან თანხმობა უნდა აეღო, თუმცა შემდეგ დასძინა, რომ არც პარლამენტის თანხმობა იქნებოდა საკმარისი, რადგან რეგლამენტით ზუსტად იყო დადგენილი დებატების პროცედურა. „ეს ცოტა სირთულეს ქმნის. ჩვენ გვაქვს გამოცხადებული დებატები. დებატებში როდესაც გამოდიან პოლიტიკოსები და კონკრეტულ პასუხს აძლევენ ჩემს შეხედულებებზე მე უნდა მქონდეს შესაძლებლობა, შევქმნა დებატის ფორმატი. ეს არ არის დებატები, როდესაც მე ვისმენ ერთმანეთის მიყოლებით გარკვეულ შეხედულებებს და არ მაქვს საშუალება ჩავერთო დისკუსიაში. მომეცით შესაძლებლობა დისკუსიაში ვიყო პარლამენტთან“, - განაცხადა მარგველაშვილმა. საპასუხოდ კობახიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტს ექნებოდა დასკვნითი სიტყვა, სადაც შეძლებდა, დეპუტატებისთვის ეპასუხა. „სხდომა მე მიმყავს ბატონო გიორგი, ჩემი მოვალეობაა რეგლამენტის დაცვა“, - მიმართა კობახიძემ პრეზიდენტს. ამის შემდეგ პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა პარლამენტს, რეგლამენტში დებატების ფორმატთან დაკავშირებით ცვლილება შეეტანათ და სხდომათა დარბაზი დატოვა. დარბაზიდან გასვლის შემდეგ, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ უკან მხოლოდ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში დაბრუნდებოდა. მოგვიანებით, პრეზიდენტის შეთავაზებასთან დაკავშირებით, პარლამენტში კენჭისყრა გაიმართა. რეგლამენტის შეცვლის მომხრე 28 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი 50. უარის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისის პარლამენტი დატოვა.
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)