|
2018-05-02 13:02:15, 1470 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: თავისუფალი ვაჭრობა ინვესტიციების მოზიდვის და ეკონომიკის გაძლიერების პერსპექტივებს აუმჯობესებს
„თავისუფალი ვაჭრობა ზრდის და აუმჯობესებს ინვესტიციების მოზიდვის და ეკონომიკის გაძლიერების პერსპექტივებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მიმდინარეობს ეფექტური თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან, მათ შორის თავდაცვის სფეროში და არის ძალიან საინტერესო სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია. მანვე განმარტა, რომ ინვესტორების და მათი ინეტერსების დაცვა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში მეტი ინვესტორი შემოვიდეს. „იწყება მოლაპარაკებები და შეიძლება დაიწყოს, და სერიოზულად გაღრმავდეს მოლაპარაკებები თვისუფალი ვაჭრობის მიმართულებით. ამ თვალსაზრისით, მინდა აღვნიშნო, რომ ინვესტორების და მათი ინეტერსების დაცვა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკებებიც წარმატებულად გაგრძელდეს და მეტი ინვესტორი შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში. საერთოდ თავისუფალ ვაჭრობას თუ შევხედავთ, ჩვენ აქ შთამბეჭდავი შედეგი გვაქვს, იმიტომ რომ რეალურად ვიწყებდით მაშინ, როგორც ქვეყანა, რომელსაც დაახლოებით 200 მილიონიან ბაზართან ჰქონდა თავისუფალი ვაჭრობა და დღეს საქართველოს 2 მილიარდიან ბაზარზე შეუძლია თავისუფალი ვაჭრობით გაიტანოს თავის პროდუქცია და ეს პოზიტიურია, და ეს წინაპირობაა ეკონომიკური ვითარების გაჯანსაღების და გამოსწორების, იმიტომ რომ იმ სტრატეგიულ ფუნქციასთან ერთად, რომელიც საქართველოს განსაზღვრული ჰქონდა, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, თავისუფალი ვაჭრობა კიდევ უფრო ზრდის და აუმჯობესებს ინვესტიციების მოზიდვის და ეკონომიკის გაძლიერების პერსპექტივებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)