|
2015-05-23 14:23:43, 544 ნახვა
საზოგადოება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გუნდს „საზღვრის ერთიანი მართვის” თასი გადაეცა
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გუნდი „საზღვრის ერთიანი მართვის თასის“ გამარჯვებული გახდა. შსს-ს ინფორმაციიტ, გამარჯვებული გუნდი ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა და საქართველოში გაერო-ს ხელმძღვანელმა ნილს სკოტმა დააჯილდოვეს. ელჩებმა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე გამარჯვებულებს ტურნირის თასი, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი შალვა ბარელაძე და ტურნირის ხელშემწყობი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ „საზღვრის ერთიანი მართვის თასის“ ჩემპიონატი მინი-ფეხბურთში ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით წელს პირველად გაიმართა. ტურნირში იმ უწყებების გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც საზღვრის მართვის ერთიან სისტემაში არიან ჩართული. ესენი არიან: შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, შსს-ს სასაზღვრო პოლიცია, შსს-ს აკადემია და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. ტურნირი შსს-ს აკადემიაში, ოლიმპიური სისტემით გაიმართა. მეორე ადგილი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გუნდმა მოიპოვა, მესამე ადგილზე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის გუნდი, ხოლო მეოთხე ადგილზე შსს-ს აკადემიის გუნდი გავიდა. საზეიმო ღონისძიებაზე ყველა გუნდის წევრებს შესაბამისი სიგელები გადაეცათ. ტურნირის მიზანი იყო საზღვრის ერთიანი მართვის ხელშეწყობა საქართველოში და ამ სფეროში უწყებათშორისი თანამშრომლობის მხარდაჭერა. ორგანიზატორები ტურნირის მომდევნო წლებში ჩატარებას, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ამ სფეროში მომუშავე უწყებების გუნდების მოწვევასაც გეგმავენ.
პენტაგონი: ირანში კონფლიქტში დაღუპული ამერიკელი სამხედროების რიცხვი 19-მდე გაიზარდა
თვეების განმავლობაში მიმდინარე დავის შემდეგ, ტრამპმა დანიასთან და გრენლანდიასთან შეთანხმებას მოაწერა ხელი
Iltalehti: ბალტიისპირეთის თავდაცვის მინისტრებმა ფონ დერ ლაიენს საიდუმლო წერილი მისწერეს
მაკრონი: ირანის დაბომბვა ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას არ გამოიწვევს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)