|
2015-05-22 18:09:55, 438 ნახვა
საზოგადოება
გეგუთსა და მუხაესტატეში მოქალაქის პორტალის პრეზენტაცია მოეწყო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოქალაქის პორტალის (MY.GOV.GE) პრეზენტაციების ციკლს აგრძელებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს, მორიგი შეხვედრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში მდებარე საზოგადოებრივ ცენტრებში გაიმართა. მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას დეტალურად გააცნეს მოქალაქის პორტალის (www.my.gov.ge) გამოყენების ინსტრუქცია, ისაუბრეს მის უპირატესობებზე და წარმოადგინეს ყველა ის მნიშვნელოვანი ელექტორნული მომსახურება, რომელთა მიღებაც მოქალაქეებს დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერის მეშვეობით შეუძლიათ. მოქალაქის პორტალით სარგებლობისთვის მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს როგორც ახალი პირადობის მოწმობა, ისე მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომლის მიღებაც ერთჯერადი პროცედურის გავლით იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი, უახლოეს მომავალში კი სახელისა და პაროლის დარეგისტრირება საზოგადოებრივ ცენტრებშიც გახდება ხელმისაწვდომი. მოქალაქის პორტალზე მომხმარებელი რამდენიმე მარტივი კომბინაციის განხორციელებით იღებს სხვადასხვა სახის მომსახურებას - იქნება ეს პიროვნებასთან (პასპორტი, სხვადასხვა სახის მოწმობები, გვართან დაკავშირებული საინტერესო ინფორმაცია), ქონებასთან, სოციალურ მომსახურებასთან, ჯანდაცვასთან ან ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებული პროცედურები თუ კომუნალური, სხვადასხვა სახის ჯარიმებისა და სხვა გადასახდელების გადახდა. მომხმარებელს, მაგალითად, შეუძლია სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად შეიცვალოს მისამართი, განაახლოს ქონების ამონაწერი, ელქტრონულად გამოითხოვის საჯარო ინფორმაცია ან დაარეგისტრიროს კომპანია და წამოიწყოს ბიზნესი. ყველა მომსახურება შესაბამისი კატეგორიების მიხედვითაა დალაგებული, რაც ამარტივებს სასურველის არჩევას. მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს მისთვის საჭირო ყველა ის მომსახურება, რომელსაც ხშირად იყენებს, საკუთარი შეხედულებისამებრ განათავსოვს პირად გვერდზე. დღეისათვის პორტალზე ხელმისაწვდომია 70-ზე მეტი ელექტრონული მომსახურება. „მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას ელექტრონული მმართველობის, ელექტრონული სერვისებისა და მათი გამოყენების შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და ამავე სააგენტოს პროექტის ფარგლებში შექმნილი საზოგადოებრივი ცენტრები. ჩვენი სურვილია, რომ ელექტრონული მმართველობა, რომლის ერთ-ერთი გამოხატულებაც მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სახელმწიფო სერვისის ელექტორნულად, ერთი ფანჯრის პრინციპით მიღების შესაძლებლობაა, მთელი ქვეყნის მასშტაბით განვითარდეს. ასევე აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში პორტალის მეშვეობით რეგიონების მოსახლეობას კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში არსებული სერვისების ელექტრონულად მიღების შესაძლებლობაც მიეცემა“, - განაცხადა იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი გვენეტაძემ. მსგავსი სახის შეხვედრები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განთავსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში ეტაპობრივად ჩატარდება.
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)