|
2015-05-22 16:57:13, 869 ნახვა
ეკონომიკა
„ვისოლ ჯგუფმა“ „დანკინ დონატსის“ კიდევ ორი ახალი რესტორანი გახსნა
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისში „დანკინ დონატსის“ კიდევ ორი ახალი რესტორანი გახსნა. „დანკინ დონატსის“ ორი ახალი რესტორანი ვაკეში, აბაშიძის ქ. #86 და ჭავჭავაძის #37-ში გაიხსნა. აბაშიძის ქ. # 86-ში მდებარე „დანკინ დონატსის“ რესტორანში ასევე განთავსდა „ვენდის“ კიდევ ერთი „Frosty Corner”-ი, სადაც სხვადასხვა არომატისა და ინგრედიენტების გამოყენებით შექმნილი 25-ზე მეტი სახეობის ნაყინი, შეიკები და ნაყინზე დამზადებული პროდუქტებია წარმოდგენილი. “დანკინ დონატსის” მე-2 რესტორანი დღეს ასევე ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ სმარტის სავაჭრო ცენტრში გაიხსნა, რომელიც გამოირჩევა სილამაზითა და მომხმარებლებისათვის მაქსიმალური კომფორტულობით. “„ვისოლ ჯგუფისთვის“ პატივია და ამავდროულად საამაყო ის, რომ 3 წლიანი მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ შევძელით ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი და ლეგენდარული ბრენდის „დანკინ დონატსის“ საქართველოში შემოყვანა. ძალიან მოკლე დროში „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნები საყვარელ თავშეყრის ადგილად იქცა. მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოში იფუნქციონირებს „დანკინ დონატსის“ 15 რესტორანი და მომავალ წელს გაგრძელდება რესტორნების შემდგომი განვითარება. ჩვენ, პირველ რიგში, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, რომლებმაც შეიყვარეს “დანკინ დონატსი” და ხშირად სტუმრობენ ჩვენს რესტორნებს. სასიხარულოა, რომ მსოფლიოში ცნობილი დანკინის ყავის პროდუქტებთან ერთად მომხარებლებში ასევე დიდი პოპულარულობით სარგებლობენ “დანკინ დონატსის” სენდვიჩები, რომლებიც ყოველდღიურად ახალი ინგრედიენტების გამოყენებით მზადდება და განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. 28 მაისს წყნეთში გავხსნით „დანკინ დონატსის“ კიდევ ერთ რესტორანს „სმარტის“ სუპერმარკეტთან ერთად”, - განაცხადა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ. „ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან “დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა. ვისოლ ჯგუფი 2015 წლის ბოლომდე საქართველოში 15 „დანკინ დონატსის“ რესტორანს გახსნის და კიდევ 500-მდე ადამიანს დაასაქმებს. „დანკინ დონატსი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მთელს მსოფლიოში. „დანკინ დონატსი“ მსოფლიოს 40 ქვეყანაშია წარმოდგენილი. „დანკინ დონატსის“ რესტორნებში მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს უგემრიელესი სენდვიჩების დიდი ასორტიმენტი, ფუნთუშეული, ცივი და ცხელი სასმელები, უმაღლესი ხარისხის ესპრესო, კაპუჩინო, ლატე, ჩაი და ჩოოლატტა®-ს პროდუქტები, მაფინები და კრუასანების გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა კერძები და მრავალფეროვანი დონატები.
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)