|
2015-05-21 16:46:55, 532 ნახვა
საზოგადოება
„EXPO BATUMI 2015“-ზე შშმ ბავშვების ნამუშევრები გამოიფინა
ბათუმში, მეორე დღეა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-8 საერთაშორისო გამოფენა მიმდინარეობს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია სარეაბილიტაციო ცენტრ „თანას“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარების ნამუშევრები, ასევე „BAU”-ს ბათუმის საერთაშორისო სამედიცინო უნივერსიტეტი. „EXPO BATUMI 2015“ -ის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი სასტუმრო „შერატონში“ გუშინ გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილბერიძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურამნიძე და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები ესწრებოდნენ. გამოფენაში მონაწილეობენ სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნებისა დატურიზმის სფეროში დასაქმებული ადგილობრივი და უცხოური კომპანიები. გამოფენაზე წარმოდგენილი არიან კომპანიები თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან,ბელარუსიდან და გერმანიიდან. გამოფენის ფარგლებში მიმდინარეობს სარეკლამო და საინფორმაციო ტურები,პრეზენტაციები მონაწილეთათვის და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან. გამოფენის ორგანიზატორია საქართველოში მოქმედი კომპანია შპს „GEONET EXPO”. გამოფენას წელს სასტუმრო„შერატონი“ 20-დან 22 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)