2018-04-12 23:12:50, 18533 ნახვა
სპეციალური ანონსი
13 აპრილის ანონსი
![]() 13 აპრილს, 10:30 საათზე, ტექნოპარკში, თემაზე - „ენერგოეფექტურობა მშენებლობაში“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, GIZ-ის, გერმანიის საელჩოს, დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები დაესწრებიან. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე გახსნის. 13 აპრილს, 10:30 საათზე, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და თბილისის კამერული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ქერელაშვილი ერთობლივი პრესკონფორენიციას გამართავენ. 13 აპრილს, 11:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით, სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც განიხილება ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და შემუშავდება იმპლემენტაციის გეგმა. სხდომას გაუძღვება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი. მის.: ინგოროყვას ქ. #7 საკონტაქტო პირი თეონა დოლიაშვილი - 599 25 82 25 13 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დედაენის ბაღში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნობა. 13 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებულ მასშტაბურ სამუშაოებს დაათვალიერებენ, ასევე შეხვედრას გამართავენ სტუდენტებთან და უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან. 13 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავს. მის.: ლერმონტოვის ქ. N10, სასტუმრო „იოტა“ 13 აპრილს, 13:00 საათზე, „თიბისი გალერეაში“ „თიბისის“ ახალი პროექტის -„ქართულად“ - შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც პროექტში ჩართული მხარეები: თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, პროფესორი თინა მარგალიტაძე, Microsoft-ისა და ჯეოლაბის წარმომადგენლები დაესწრებიან. 13 აპრილს, 15:00 საათზე, კონფერენცია, სახელწოდებით „უსაფრთხო სკოლა“ გაიმართება, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გახსნის. 13 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება. 13 აპრილს, 17:00 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე და ფრაქციის წევრები აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან, სახალხო დამცველის ოფისისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან სისხლის სამართლის სფეროსთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას გამართავენ. მის.: თბილისი, პარლამენტი, ოთახი N307 (A კორპუსი, III სართული)
„მთავარი“, „ფორმულა“ და „ტვ პირველი“ კომუნიკაციების კომისიას ორკესტრირებულ სადამსჯელო ქმედებაში ადანაშაულებს
საგამოძიებო - დავაკავეთ ხუთი პირი, რომლებიც პარტნიორებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებდნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია აჯამეთის აღკვეთილში სოციალური პროგრამით დასაქმებულებს შეხვდა
გოგაშვილი - გომელაურმა მითხრა, რომ თუ არ გავჩუმდები და გავჩერდები მკაცრად დამსჯის
|
ომი უკრაინაში![]() მედვედევი - ევროკავშირსაც აქვს ატომური ელექტროსადგურები, სადაც უბედური შემთხვევები ასევე შეიძლება მოხდეს
![]() უკრაინაში ბრიტანული M270 MLRS-ის კიდევ ერთი პარტია ჩავიდა
![]() პოდოლიაკი - ჩვენს სამყაროსა და ჯოჯოხეთს შორის გამყოფი ხაზი ახლა უკრაინაა, ბოროტებას განსაწმენდელში ეგზორციზმის იარაღით გავაბრუნებთ
ვიდეო/LIVE „შინ ევროპისკენ“ - რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს
![]() ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს 2022 წლის ნაცვლად, 2023 წელს განიხილავს
მთავარი თემა
|