16:12 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 14:26:14, 390 ნახვა

გედევან ფოფხაძე: ეროვნული ბანკის არგუმენტი, რომ შესაძლოა უარესი შედეგები ყოფილიყო, საკმარისი არაა

„ეროვნული ბანკის ის არგუმენტი, რომ შესაძლოა უარესი შედეგები ყოფილიყო, საკმარისი არაა“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის განხილვის დასრულების შემდეგ განუცხადა. 
მისი თქმით, ეროვნული ბანკის პერმანენტული ჩარევები ლარის კურსის გაუფასურების პერიოდში ვითარების მცირედად დასტაბილურებას ხელს შეუწყობდა.
 „ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ არ ყოფილიყო უფრო თანმიმდევრული პოლიტიკა ეროვნული ბანკისა და მთავრობის მხრიდან, უფრო უარესი შედეგი ყოფილიყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები დაზარალდნენ, ჩვენ არ გვაქვს იმის მორალური უფლება, რომ თვითკმაყოფილი პოზიცია დავიჭიროთ, არც ეროვნულ ბანკს და არც მთავრობას ის არგუმენტი, რომ შესაძლოა უარესი შედეგები ყოფილიყო, საკმარისი არაა. ვინც არ უნდა გვიკარნახოს ეს სწორია, უნდა გვახსოვდეს, რომ ვითარება გამოსასწორებელია“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. 
ამასთან, მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიშის უარყოფითად შეფასებას პოლიტიკური საფუძველი არ გააჩნია. 
რაც შეეხება ლარის გაუფასურების მიზეზებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას, ფოფხაძის თქმით, ეს თემის პოლიტიზირებას მოახდენდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics