|
2015-05-21 11:11:20, 297 ნახვა
კიევში, საჯარო ადმინისტრირებაში კანონის უზენაესობის საკითხებზე სემინარი გაიმართა
კიევში, საჯარო ადმინისტრირებაში კანონის უზენაესობის საკითხებზე სემინარი გაიმართა. ღონისძიებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე, უკრაინისა და მოლდოვას შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე, კანონის უზენაესობისა და საჯარო მმართველობის საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ. სემინარის მიზანს საჯარო კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის, ანგარიშვალდებული და პასუხისმგებლიანი მმართველობის საქმეში ადმინისტრირების როლის განსაზღვრა წარმოადგენდა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საჯარო ადმინისტრირებაში/ადგილობრივ თვითმმართველობაში კანონის უზენაესობის პატივისცემის პრინციპების შეფასების მეთოდოლოგიური ინსტრუმენტები, ამ მიმართულებით ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე რეფორმების გატარების რეკომენდაციები და სხვ. ვიზიტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის თავმჯდომარე უკრაინის სახელმწიფო კადასტრის ცენტრსაც ეწვია და გეო-სივრცითი მონაცემების სტანდარტიზაციასა და ელექტრონიზაციაზე მუშაობის პროცესს გაეცნო. სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ I პლატფორმის – „დემოკრატია, კარგი მმართველობა და სტაბილურობა“ საჯარო ადმინისტრირების რეფორმის პანელის ფარგლებში გაიმართა, რომელიც შვედეთის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა. "აღმოსავლეთ პარტნიორობა" ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და მათი აღმოსავლეთ მეზობელი ქვეყნების (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას და ამ გზით, პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გაღრმავებას.
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)