|
2018-03-28 11:02:01, 1418 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულია გარკვეული გამოწვევები და ჩვენ ამ ყველაფერზე უნდა ვიზრუნოთ
„მინდა ყველას კიდევ ერთხელ მივულოცო უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ერთი წლის იუბილე, რაც არის ჩვენთვის ძალიან დიდი პრივილეგია და პრივილეგიასთან ერთად ეს არის ჩვენი დიდი პასუხისმგებლობა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ერთობლივად დაიწყებს მუშაობას. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მომავალში იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღეს ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა. ჩვენ სათანადოდ უნდა წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი ევროპელი მეგობრების წინაშე, რაც გახდება იმის საწინდარი, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდეთ ევროპას და ევროპის კავშირს. უვიზო მიმოსვლასთან არის დაკავშირებული გარკვეული გამოწვევები და ჩვენ ამ ყველაფერზე უნდა ვიზრუნოთ. მათ შორის, თუ არის გარკვეული ზომები მისაღები იმისათვის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ სათანადო პასუხისმგებლობა ამ საკითხის მიმართ საკანონმდებლო ცვლილებებით ან რაიმე სხვა ზომებით, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ყველაფერი განვიხილოთ. აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ მუშაობას შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლითაც გაიზრდება პასუხისმგებლობა ჩვენი ევროპელი მეგობრების მიმართ",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 1 წელიწადში, ევროკავშირის/შენგენის ზონაში 258 663 ვიზიტი განხორციელდა.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)