16:46 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-26 13:41:20, 3930 ნახვა

კულტურა
19 ივლისს, „Black Sea Arena“-ზე ქართველი მსმენელის წინაშე რობერტ პლანტი წარდგება

შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზ-ფესტივალი 19-22 ივლისს, შავი ზღვის სანაპიროზე გაიმართება. ამის შესახებ თბილისის „ივენთ ჰოლში", „თიბისი სტატუსისა" და კომპანია  „ისთერნ პრომოუშენსის" 2018 წლის ერთობლივი მუსიკალური პროექტების პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანმა და „ისთერნ პრომოუშენსის" დირექტორმა გიორგი კერესელიძემ დაგეგმილი ფესტივალებისა და ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.

წლევანდელი ფესტივალის „ჰედლაინერია" როკის ლეგენდა რობერტ პლანტი, რომელიც ქართველი მსმენელის წინაშე 19 ივლისს,  „Black Sea Arena“-ზე წარდგება. ფესტივალის ფარგლებში, კონცერტების ნაწილი ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება. წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები, ასევე არიან - “Trombone Shorty“, რობერტ გლასპერი,  ტეილორ მაქფერინი, ქრისტიან სკოტი, ტერას მარტინი და სხვა.

შავი ზღვის რიგით მე-12  ჯაზ-ფესტივალის ბილეთები რამდენიმე ეტაპად გაიყიდება - 2 აპრილს, 09:00 საათზე დაიწყება ფესტივალის ბილეთებისა და აბონიმენტების პირველი ნაწილის (კალათის) გაყიდვა. ბილეთის ფასი 60 ლარიდან დაიწყება; ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ონლაინ TKT.GE-ზე.

შავი ზღვის რიგით მე-12  ჯაზ-ფესტივალი “Check in Georgia”-ს ფარგლებში გაიმართება.

რიგით, მე-2  ფესტივალი  „Jazz & Wine Kakheti” კი ლოპოტასა და წინანდალში, 21-23 სექტემბერს ჩატარდება. ფესტივალში წელსაც, მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. „Jazz and Wine Kakheti“-ს ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება.

„Jazz & Wine Kakheti”-ის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებული ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ფესტივალი „Jazz & Wine Kakheti” “Check in Georgia”-ს ფარგლებში ჩატარდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics