|
2015-05-19 11:05:45, 367 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სამინისტროში კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები გაფორმდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები გაფორმდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, საგრანტო პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ ხელი შეუწყოს სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესს და მეორე მხრივ, ამავე მიმართულებით, არასამთავრობო სექტორის განვითარებას და გაძლიერებას. „საგრანტო კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციები არიან: მიგრაციის, ინტეგრაციისა და განვითარების საერთაშორისო გაერთიანება, საზოგადოებრივი დამცველი, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი, დემოგრაფიული აღორძინების ფონდი, ახალგაზრდა ადვოკატები და ვიპიარ ჯგუფი. მიგრაციის, ინტეგრაციისა და განვითარების საერთაშორისო გაერთიანება 7 ორგანიზაციისაგან შედგება, მათ შორის 5 დაბრუნებული მიგრანტების დაარსებულია. აღნიშნული ორგანიზაციები უზრუნველყოფენ სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთათვის შემდეგი სარეიტნეგრაციო დახმარების სერვისების მიწოდებას: სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას; პროფესიული სწავლება; სოციალური პროექტების დაფინანსება; ანაზღაურებადი სტაჟირება და იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა. პროგრამით ასევე გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ინფორმირებულობის პროგრამების დაფინანსება. ორგანიზაციები პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას ხელშეკრულებების გაფორმებისთანავე დაიწყებენ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად, საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 400 000 ლარი გამოიყო, რომელიც გრანტის სახით კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გადანაწილდა“,-აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)