|
2015-05-18 19:12:31, 469 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამა „ლიდერთა სახლის“ მოსწავლეებმა ვაკის პარკში დასუფთავების აქცია მოაწყვეს. ამ აქციით „ლიდერთა სახლის“ ახალგაზრდები ფოტორეპორტიორ გოგა ჩანადირის ანალოგიურ კამპანიას შეურთდნენ, რომელიც გარემოს დაცვასა და მის გაფრთხილებას ითვალისწინებს. დასუფთავების აქციაში 25 მოსწავლესთან ერთად გოგა ჩანადირი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებმა ვაკის პარკში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაყრილი ნარჩენები ურნებში მოათავსეს. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მოხალისეობრივი კულტურის წახალისება. თავად ფოტორეპორტიორი გოგა ჩანადირი „ლიდერთა სახლთან“ აქტიურად თანამშრომლობს და ახალგაზრდებთან საინტერესო შეხვედრებს პერმანენტულად მართავს. დანაშაულის პრევენციის ცენტრი თავის მხრივ მონაწილეობის მისაღებად აქციაში იწვევს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ ახალგაზრდებს. როგორც ცნობილია, ფოტორეპორტიორი გოგა ჩანადირი რამდენიმე დღის წინ ინიციატივით გამოვიდა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა. იგი მოსახლეობას მოუწოდებს, სხვის მიერ ძირს დაგდებული ნარჩენი აიღონ და ნაგვის ყუთში ჩააგდონ, მისი ურნაში ჩაგდებისას კი გადაიღონ ფოტო, ატვირთონ სოციალურ ქსელებში და ანალოგიურ საქმიანობაში 5 ადამიანი გამოიწვიონ. „ერთი შეხედვით, აქციაში მონაწილეობა, ბევრისთვის, შეიძლება ესთეტიკური არ იყოს, სამაგიეროდ, ეს არის პასუხისმგებლობა ჩვენს თავთან, ქვეყანასთან და ჩვენსავე გარემოსთან. ასევე, ნაგვის წამოკრეფა გაცილებით ესთეტიკურია, ვიდრე დანაგვიანებულ ადგილებში ყოფნა და ცხოვრება. რაც მეტი ფოტო დაიდება, მეტი ადამიანი ნახავს, გავლენას აუცილებლად იქონიებს. ამიტომ, ვიმოქმედოთ“, – წერს ჩანადირი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)