2018-03-14 00:00:35, 13327 ნახვა
სპეციალური ანონსი
14 მარტის ანონსი
![]() 14 მარტს, 09.00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში გაიხსნება კავკასიის რძის სექტორის კონგრესი. ღონისძიებას გახსნიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი. 14 მარტს, 09:00 საათზე, სასტუმრო “რედისონში“ მცირე და საშუალო ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობის და ახალი შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით ღონისძება გაიმართება, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრება. 14 მარტს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. მის.: ინგოროყვას ქ. #7 14 მარტს, 10:30 საათზე, პარლამენტში, “ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: RMG GOLD-ის გეგმები და საყდრისის პრობლემები. 14 მარტს, 12:00 საათზე, ექსპო-ჯორჯიას მე-3 პავილიონში "მათემატიკის ფესტივალი 2018" გაიხსნება. ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის მერია. ფესტივალს გალის რეგიონის მოსწავლეები და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან. 14 მარტს, 12:00 საათზე, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრი ორგანიზაციები პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც გაავრცელებენ განცხადებას არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის დაუყოვნებლივ გადაცემის მოთხოვნის შესახებ. 14 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველოს რელიგიის საქმეთა სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად 250 შშმ პირს ინვალიდის ეტლი გადაეცემა. მის.: ესმა ონიანის ქ. N 23, საქართველოს მუსლიმთა ადმინისტრაციის შენობა 14 მარტს, 15:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისათვის სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა.საკონტაქტო პირი თაკო მათეშვილი -598 15 65 73 14 მარტს, 15:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ (თავისუფლების მოედანი) საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალი“-ს გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური პრესკონფერენციას გამართავს. თემა: „საქართველოს კაპიტალი“-ს სამომავლო გეგმები და პროექტები. კერძოდ, საინვესტიციო კომპანიის მიერ მოზიდული ინვესტიციები და ამ თანხების ინვესტირება ქართულ კომპანიებში. 14 მარტს, 18.30 საათზე, მრავალფუნქციურ ცენტრ „რესპუბლიკა“-ში (თბილისი, ვარდების მოედანი) პროექტ Check in Georgia-ს დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები და იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2021-01-28 11:43:00 აშშ-ში კორონავირუსის 152 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 3 943 ადამიანი 2021-01-28 11:25:22 სომხეთში კორონავირუსის 242 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 2021-01-28 11:04:27 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 662 მძიმე პაციენტი მკურნალობს 2021-01-28 10:53:47 კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 321 თბილისში, 121 იმერეთში, 78 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა 2021-01-28 10:49:05 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 პაციენტი გარდაიცვალა ვიდეო/LIVE აქცია მთავრობის კანცელარიასთან
|