07:22 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-18 16:12:12, 404 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტში სკოლაში 5 წლის ბავშვის შეყვანის შესახებ კანონპროექტს კენჭს თავიდან უყრიან

პარლამენტში   „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კობა სუბელიანის მიერ ინიცირებულ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტს თავიდან განიხილავენ. 
 საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა ბიუროს აღნიშნული პროექტის განმეორებით კენჭისყრაზე დაყენების თხოვნით მიმართა. 
„მეორედ მოსმენაზე თუ საკითხი ჩავარდება, ჩვენ შეგვიძლია საკითხი განმეორებით კენჭისყრაზე დავაყენოთ“, - აღნიშნა რატიანმა.
პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ სუბელიანის ინიცირებული პროექტი შემდეგ ბიუროზე შევა. 
ცნობისთვის, კობა სუბელიანის მიერ ინიცირებული „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, ბავშვს, რომელსაც 6 წელი 31 დეკემბრამდე უსრულდება, სკოლაში შესვლის საშუალება ექნება. 
აღნიშნული პროექტი პარლამენტში პირველი მოსმენით გავიდა, მეორე მოსმენით კი ჩავარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
პუტინმა ბრძანა ომის გასაგრძელებლად ბიუჯეტი მოამზადონ
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics