07:40 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-18 13:34:54, 666 ნახვა

ბათუმში სასტუმრო „ჰილტონი“ გაიხსნა

ბათუმში სასტუმრო „ჰილტონი“ გაიხსნა. მშენებლობაში 130 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო.
მაღალი დონის სასტუმრო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ჰილტონის“ გენერალურ მენეჯერთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად გახსნა.
მთავრობის მეთაურმა ზღვისპირა ქალაქში მსოფლიოში ცნობილი ბრენდის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა „საქართველოსადმი ნდობის დადასტურებად“ შეაფასა და ინვესტორებს მადლობა გადაუხადა.
 „ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ბათუმი არის ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ქალაქი და აქვს ყველა რესურსი იმისა, გახდეს ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. ბათუმში წელს კიდევ რამდენიმე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა იგეგმება და ეს არის მნიშვნელოვანი რეგიონის განვითარებისთვის. აჭარა მდიდარია ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის საჭირო რესურსებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics