|
2015-05-17 15:40:34, 1267 ნახვა
სამხედრო
„ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებში ტაქტიკური სწავლება გაიმართა
ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი” ფარგლებში, ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე ბატალიონის დონის საველე ტაქტიკური წვრთნა გაიმართა. სწავლებაში 300-მდე ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. ტაქტიკურ წვრთნას აშშ-ის 173-ე სადესანტო ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი მაიკლ ფოსტერი აკვირდებოდა. იმიტირებული სცენარის მიხედვით, პირობითი მოწინააღმდეგე დასახლებულ პუნქტში გამაგრდა და აეროპორტი დაიკავა. ქართულ-ამერიკული ქვედანაყოფების მიზანი დასახლებულ პუნქტზე იერიშის მიტანა და მოწინააღმდეგისგან ტერიტორიისა და აეროპორტის გათავისუფლება იყო. ამოცანის შესრულების შემდეგ, სამხედროები ოპერაციის რაიონში გამაგრდნენ. სწავლებაში ამერიკული ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი“ და ქართულ შეიარაღებაში არსებული ქვეითთა საბრძოლო მანქანები ქსმ-2 მონაწილეობდა. „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში პირველად ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. ერთობლივი სწავლება ხელს შეუწყობს აშშ-სა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის გაზრდას NRF- ში მონაწილეობის მისაღებად და ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას. სწავლება 11 მაისს დაიწყო და 24 მაისს ოფიციალურად დაიხურება. წვრთნაში მონაწილეობას იღებს დაახლოებით 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. ქართულ-ამერიკულ ერთობლივ წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალები I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ასეულით, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეულითა და სამხედრო პოლიციის ოცეულითაა წარმოდგენილი.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)