|
2015-05-17 12:17:17, 457 ნახვა
საზოგადოება
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული არაა
17 მაისისადმი მიძღვნილი შეკრება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები მართავდნენ, დასრულდა. შეკრების მთავარი არსი იყო, შეეხსენებიათ და გაეცნოთ საზოგადოებისთვის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება 2012 წლის 17 მაისის საქმეზე. როგორც "ექსპრესნიუსს" ინტერნეტპორტალ "17 მაისი.ორგ"-ის რედაქტორმა, ირაკლი ვაჭარაძემ განუცხადა, შეკრების მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო. " არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საზოგადოებას უთხრეს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ეხება 2012 წლის 17 მაისის მოვლენების შეფასებას, სადაც სასამართლო ამბობს, რომ სახელმწიფოში უნდა იყოს ადამიანებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრება. დაუშვებელია კონტრაქციით აქციის დარბევა ", - განაცხადა ვაჭარაძემ. ორგანიზაცია "იდენტობის" იურისტის ნინო ბოლქვაძის თქმით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ლგბტ ადამიანების შეკრების და გამოხატვის თავისუფლება დაიცვას. "დღეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცული არაა. ლგბტ თემს არ მიეცა შესაძლებლობა, გაევლოთ იქ, სადაც მათ სურდათ დაეფიქსირებინათ საკუთარი პროტესტი. მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო და საზოგადოება გაიაზრებს მთავარს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია", -აღნიშნა ნინო ბოლქვაძემ. კონსტიტუციონალისტის ვახუშტი მენაბდის აზრით, საახელმწოფომ ადამიანების თავისუფლება და თანასწორობა უნდა დაიცვას. "დღეს შევიკრიბეთ იმის გამო, რომ დავაფიქსიროთ საკუთარი დამოკიდებულება იმ პრობლემის მიმართ, რომელიც დგას საქართველოში და მთელ მსოფლიოში და მოვუწოდოთ სახელმწიფოსა და საზოგადოებას, რომ ერთად ვიბრძოლოთ და დავიცვათ ადამიანების თავისუფლება და თანასწორობა", - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ. 17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესაღნიშნავს. საქართველოში ეს დღე პირველად 2012 წელს აღნიშნეს.
ტრამპსა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა Patriot-ის წარმოების ლიცენზია უკრაინას გადაეცეს
აშშ-ის სანქციების გამო, თურქეთმა ირანთან საავიაციო და საბანკო ურთიერთობების გაწყვეტა დაიწყო
ევროკავშირმა, საფრანგეთისა და ლუქსემბურგის ზეწოლის ქვეშ, უსმანოვისა და ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციები მოხსნა
გერმანიაში, ამერიკულ საჰაერო ბაზაზე თვითმფრინავი ჩამოვარდა, პილოტი კატაპულტირების შემდეგ გადარჩა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)