|
2015-05-17 12:34:22, 446 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში ახალგარემონტებული სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში ახალგარემონტებული და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო პუნქტი გაიხსნა, რომელიც დაწესებულების მსჯავრდებულებს ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას გაუწევს. უწყების ინფორმაციით, სამედიცინო პუნქტი მსჯავრდებულთა დროულ და ეფექტურ სამედიცინო დახმარებას უზრუნველყოფს და რეფერალის აუცილებლობას შეამცირებს. დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულებს და მსჯავრდებულებს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი მოემსახურება. სამედიცინო პუნქტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აპარატურით და ინვენტარით არის აღჭურვილი. სამედიცინო ცენტრის გახსნის პარალელურად პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის #5 დაწესებულებაში კლინიკა „ავერსმა“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტთან ერთად ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა პრევენციულ/სადიაგნოსტიკო გამოკვლევები განახორციელა. ექიმ-კონსულტანტებმა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის N5 დაწესებულებაში მყოფ 200-ზე მეტ ბრალდებულ/მსჯავრდებულ ქალს სამედიცინო მომსახურება უსასყიდლოდ გაუწიეს. პრევენციული დიაგნოსტიკის გარდა, კომპანია „ავერსმა“ დაწესებულებას საჩუქრად მაღალი ხარისხის მედიკამენტები გადასცა. აღნიშნული გამოკვლევები უკვე ჩატარდა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სამ დაწესებულებაში. წლის ბოლოსთვის სამედიცინო პროფილაქტიკური კვლევები სისტემურ ხასიათს მიიღებს და სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებას მოიცავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)