|
2015-05-16 10:01:29, 462 ნახვა
საზოგადოება
17 მაისს საპატრიარქო გასართობ და შემოქმედებით ღონისძიებებს აუქმებს
16-17 მაისს აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დედაქალაქში პირველად შემობრძანება აღინიშნება, ამიტომ საქართველოს ეკლესიამ უმჯობესად მიიჩნია, ეს დღეები ლოცვითი მსვლელეობებით და მსახურებებით აღნიშნოს. ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული. „16-17 მაისს აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დედაქალაქში პირველად შემობრძანება აღნიშნება, ამიტომ საქართველოს ეკლესიამ უმჯობესად მიიჩნია, ეს დღეები ლოცვითი მსვლელობებით და მსახურებებით აღნიშნოს. ჩვენი სურვილი გაითვალისწინეს შემოქმედებითმა კოლექტივებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა და 17 მაისისთვის, - ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღისადმი მიძღვნილი მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმეს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით. დღეს, 10:00 საათზე მღვდელმთავრები და მოძღვრები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენენ. დღესვე, 14:00 საათზე ხატებთან ერთად დაიწყება ავტობუსებით და მსუბუქი მანქანებით მსვლელობა მცხეთიდან თბილისისკენ, ვარდების მოედნამდე (სასტუმრო “რედისონთან”); 15.00 საათზე მღვდელმთავრები, მოძღვრები და მრევლი აწყურის ღვთისმშობლის და წმიდა ანდრია მოციქულის ხატებს ვარდების მოედნიდან ფეხით სამების საკათედრო ტაძრისკენ წააბრძანებენ, სადაც 17:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის და დალოცავს მრევლს. ხალხს დაურიგდება აწყურის ღვთისმშობლის ხატები და ყველას სცხებენ წმიდა ადგილებიდან ჩამოტანილ ზეთს. 17 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სადაც დაბრძანებული იქნება აწყურის ღვთისმშობლის ხატი და სხვა სიწმინდეები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს წირვას, გადაიხდის პარაკლისს და წაკითხული იქნება გვარებისა და ოჯახების კურთხევის ლოცვა. კათოლიკოს-პატრიარქის სიგელი გადაეცემათ ჩვენი ეკლესიის წევრ მრავალშვილიან ოჯახებს, განურჩევლად ეროვნებისა. შემდეგ კი ხალხს დაურიგდება დღესასწაულთან დაკავშირებული ბროშურები. გვჯერა, აწყურის ღვთისმშობელის ხატისადმი გამოვლენილი ჩვენი სასოების სანაცვლოდ გაცხადდება ყოვლადწმიდა მარიამის ნათქვამი: “დიდად შევეწიო (ამ ხატით) მონაწილესა მას ჩემდა ხვედრებულსა (ქვეყანას)”,-ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)