|
2015-05-15 12:40:24, 486 ნახვა
საზოგადოება
ინოვაციების სააგენტოს მხარდაჭერით, 16-17 მაისს სტუდენტური კრეათონი ჩატარდება
16-17 მაისს სტუდენტური ბიზნეს აქსელერატორის Startup Nestის ფარგლებში, პირველი კრეათონი ჩატარდება, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის მიერ არის დაფინანსებული. სტუდენტური აქსელერატორის ფარგლებში, ორ დღიანი ღონისძიების, კრეთონის მიზანია აღმოაჩინოს ინოვაციური იდეები და ხელი შეუწყოს მათ სტარტაპ კომპანიებად ჩამოყალიბებას. Startup Nest არის საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული არაკომერციული საგანმანათლებლო აქსელერაციისა და ინკუბაციის 2 თვიანი პროგრამა. პროგრამის პარტნიორების დახმარებით, როგორიც არის საქართველოს უნივერსიტეტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ბორჯომი, ბილაინი, მეტრა დეველოპმენტი და UGGYM, ახალგაზრდებს აძლევს უნიკალურ საშუალებას შეიძინონ ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო უნარჩვევები და რესურსები. „პროგრამაში შემოვიდა 260მდე აპლიკაცია საიდანაც შეირჩა 155 საუკეთესო მონაწილე. 1617 მაისს კრეთონის შედეგას სტუდენტები ჩამოყალიბდებიან გუნდებად, რის შედეგადაც 2 თვიან პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს საუკეთესო 10 გუნდი და მხოლოდ 1 გუნდი დაეუფლება საპრიზო 5000 ლარიან ფონდს, რომელიც 20 ივნისს ფინალურ შეჯიბრში გამოვლინდება. კრეათონის გახნსა იქნება 16 მაისს 12:00 საათზე თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, ოთახი 407
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)