08:14 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 11:44:57, 438 ნახვა

საზოგადოება
ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადების შეფასების მეორე ეტაპი დასრულდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სტიქიით დაზარალებული ოჯახების განაცხადების შეფასების მეორე ეტაპი დაასრულა.

ამის შესახებ “ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ცნობით, მინისტრის ბრძანებით შექმნილმა „სტიქიური მოვლენების შედეგად გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ“ ეკომიგრანტი ოჯახებისათვის მინიჭებული პირველადი ქულები განიხილა და 35 ოჯახი შეარჩია. 
აღნიშნული ოჯახებისათვის სახლების შესყიდვამდე, ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტი მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გადაამოწმებს. 
„სტიქიური მოვლენების შედეგად გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიის“ მუშაობის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს. კომისიის მუშაობაში ჩართულები არიან  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო და საერთაშორისოორგანიზაციებისწარმომადგენლები.
პირველ ეტაპზე კომისიის მიერ შერჩეულ იქნა 47 ეკომიგრანტი  ოჯახი, რომლებსაც სამინისტრო საცხოვრებელ ფართს შეუსყიდის.   სტიქიით დაზარალებული ოჯახები განსახლების ადგილსა და საცხოვრებელ სახლს თავისი სურვილის მიხედვით არჩევენ.  
2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში,   სამინისტრო  90-მდე ეკომიგრანტ ოჯახს  უსაფრთხო გარემოში საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფს“, -აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპსა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა Patriot-ის წარმოების ლიცენზია უკრაინას გადაეცეს
აშშ-ის სანქციების გამო, თურქეთმა ირანთან საავიაციო და საბანკო ურთიერთობების გაწყვეტა დაიწყო
ევროკავშირმა, საფრანგეთისა და ლუქსემბურგის ზეწოლის ქვეშ, უსმანოვისა და ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციები მოხსნა
გერმანიაში, ამერიკულ საჰაერო ბაზაზე თვითმფრინავი ჩამოვარდა, პილოტი კატაპულტირების შემდეგ გადარჩა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics