|
2018-01-29 13:45:21, 1614 ნახვა
საზოგადოება
აუდიტი - განათლების სამინისტროში დანამატების გაცემის პრაქტიკა ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას ვერ უზრუნველყოფს
განათლების სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებში სახელფასო დანამატები სხვადასხვა საფუძვლით გაიცემოდა, თუმცა დანამატის გაცემის შემთხვევაში, ზეგანაკვეთური მუშაობის ან/და განსაკუთრებული სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების შედგენა ორგანიზაციაში არ ხდებოდა, - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, სამინისტროს სისტემაში თანამშრომლებზე სულ 2016 წელს „შრომის ანაზღაურების“ მუხლით 30,718,469 ლარის საკასო ხარჯია გაწეული, მათ შორის, დანამატი 6,514,701 ლარი, რაც „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული საკასო ხარჯის 21%-ს შეადგენს. "საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, დანამატის კატეგორია მოიცავს არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისათვის განკუთვნილ დამატებით საზღაურს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა დანამატს, მათ შორის, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის საზღაურს. დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას, ვინაიდან ბრძანებები ზოგადია და არ არის სათანადოდ დასაბუთებული", - ნათქვამია ანგარიშში.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)