18:46 - 15 Aug, 2026
|
2018-01-27 15:03:30, 2656 ნახვა
საზოგადოება
„ის პირველი ქართველია, რომელმაც იმპერატორის თასი მოიგო“ - პრეზიდენტი ლევან გორგაძეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს იმპერატორის თასის მოგებას ულოცავს. შესაბამისი მილოცვა პრეზიდენტმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. "სიამაყით ვულოცავ ლევან გორგაძეს. ის პირველი ქართველი და მესამე ევროპელია, რომელსაც ოდესმე მოუგია იმპერატორის თასი", - წერს პპრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. გორგაძემ ფინალურ ორთაბრძოლაში იაპონელი შოჰაზანი დაამარცხა, რითაც საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ იგი პირველი ქართველი და მესამე ევროპელია ისტორიაში, რომელმაც ეს ტურნირი მოიგო. ლევან გორგაძემ ტურნირზე 13 გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)