|
2015-05-13 16:56:04, 1522 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი სერჟანტთა მომზადების ცენტრს ესტუმრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებული ძალების სამხედრო ქვედანაყოფების მონახულება დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, თინათინ ხიდაშელი გენერალური შტაბის უფროს, გენერალ მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან ერთად გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ესტუმრა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებს ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ უმასპინძლა. მან თავდაცვის მინისტრს სერჟანტთა მომზადების ცენტრის ისტორიის, შესაძლებლობების, სასწავლო პროგრამებისა და ახალი კურსების დანერგვის გეგმის შესახებ ბრიფინგი წარუდგინა. ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ სტუმრებს ცენტრის ინფრასქტრუქტურული პროექტებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა სერჟანტთა მომზადების ცენტრი დაათვალიერეს და შუალედური და სამეთაურო-საშტაბო კურსების მსმენელებს შეხვდნენ.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)