|
2015-05-13 15:32:46, 1393 ნახვა
სამხედრო
თინა ხიდაშელი სპეციალური ოპერაციების ძალებს ეწვია
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზას ეწვია. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ბაზაზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელი ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე დახვდა. ქვედანაყოფის მეთაურმა თავდაცვის მინისტრს გამოფენილი სამხედრო აღჭურვილობა დაათვალიერებინა და სპეციალური ოპერაციების ძალების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი წარუდგინა. უწყების ხელმძღვანელი სამხედრო მოსამსახურეების სასწავლო და სამუშაო პირობებსაც გაეცნო. მან სასწავლო კლასები, საცხოვრებელი ოთახები მოინახულა და ჯარისკაცების კვების საკითხითაც დაინტერესდა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, მისი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნისა და აღჭურვის საკითხი იქნება: „ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება უკეთ იყვნენ სამხედროები აღჭურვილნი. ასევე, მათ ვარჯიშის და ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროებთან ერთად წვრთნების მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ. გარწმუნებთ და იმედს ვაძლევ მათაც, რომ ნატოს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით და კიდევ უფრო ფართოდ გაიშლება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ვიზიტის ბოლოს თინათინ ხიდაშელი სპეციალური ოპერაციების ძალებში გეგმიურ საცეცხლე მომზადებასაც დაესწრო.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)