21:06 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-12 13:04:58, 452 ნახვა

გიორგი მარგველაშვილი: 31 %, რომელსაც ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება სურს, მნიშვნელოვანი სიგნალია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, მოსახლეობის 31%, რომელსაც ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება სურს, დასავლური არჩევანის მქონე  პოლიტიკური ჯგუფებისთვის მნიშვნელოვანი სიგნალია.

ამის შესახებ მარგველაშვილმა NDI –ის კვლევებთან დაკავშირებით ანაცხადა, რომლის თანახმადაც გამოკითხული მოსახლეობის 65%–ს ნატოში გაწევრიანება სურს, 31%–ს კი ევრაზიულ კავშირში.

"ვფიქრობ, შედეგები ფრიად დასაფიქრებელია. ჩემი საპარლამენტო გამოსვლის დროს მე ხაზი გავუსვი, რომ ნებისმიერი პროდასავლური ძალების დღის წესრიგი, ამ მიმართულების ჩვენი დასავლური არჩევანის კონსოლიდაციასთან დაკავშირებით უფრო უნდა გააქტიურდეს. 31% არის მნიშვნელოვანი სიგნალი, ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის, რომლისთვისაც  სტრატეგიული სწორედ დასავლური არჩევანია. ამ იდეების პოპულარიზაციის თვალსაზრისით, უნდა მოახდინონ მეტი კონსოლიდაცია“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics