11:05 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 14:17:50, 1859 ნახვა

კომენტარი
პანკისის ხეობის უხუცესი: თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა დაგვიანებული სამედიცინო დახმარების გამო ვერ მოხერხდა

პანკისის ხეობის უხუცესის პლატონ გუნაშვილის შეფასებით, დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა დაგვიანებული სამედიცინო დახმარების გამო ვერ მოხერხდა.

როგორც უხუცესმა განმარტა, მაჩალიკაშვილი საზღვარგარეთ კლინიკაში დროულად უნდა გადაეყვანათ და მისი მრურნალობა იქ უნდა გაგრძელებულიყო.

"ეს ამბავი ხალხს არ სჯერა. რომ გადაეყვანათ უცხოურ კლინიკაში შეიძლება თემირლანი გადარჩენილიყო. ყველა ამას ფიქრობს და მართლებიც არიან. დაშავებულს უმაღლესი მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს დროულად და სწრაფად. ვთვლით, რომ მკურნალობა დაგვიანდა", - განაცხადა გუნაშვილმა.

პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 13 პირი დააკავეს
ძლიერი ქარის და ტურბულენტობის გამო ბორტზე რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა, ბერლინი ქუთაისის რეისმა ფრენა შეწყვიტა და თბილისში დაეშვა
„როსსტატის“ გაჟონვამ უკრაინასთან ომში თითქმის 500 000 რუსის დაღუპვის შესახებ მონაცემები გამოავლინა
აშშ გემებზე კიბერშეტევების სერიაში ირანის მონაწილეობას იძიებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics