|
2015-05-12 11:03:23, 553 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენლებმა ყარაჯალაში მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში უფროსკლასელებთან შეხვედრა ჩატარდა, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეები სწავლობენ. შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები მოსწავლეებს ოჯახში ძალადობის, ადრეულ ასაკში იძულებით ოჯახის შექმნის და არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის საკითხებზე ესაუბრნენ. შსს-ს ცნობით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ყარაჯალის სკოლის მოსწავლეების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნის სამართლებრივმა ასპექტებმა, რის შესახებაც შსს-ს წარმომადგენელმა მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის მიზანი იყო მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მოზარდების ცნობიერების ამაღლება და არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია 1 მაისიდან დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობა სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ფორმების და მოქალაქეების უფლებების შესახებ, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით. კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტი „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ხორციელდება როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების საჯარო სკოლებში, მათ შორის, არაქართულენოვან სკოლებში.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)