|
2018-01-08 15:11:35, 1829 ნახვა
კომენტარი
შსს: ნარკოპოლიტიკა საჭიროებს მოწესრიგებას, რადგანაც მდგომარეობა გაუარესებულია
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ ნარკოპოლიტიკის თემაზე ბრიფინგი გამართა. ნინო ჯავახაძის თქმით, ნარკოდანაშაულის არსებული სტატისტიკა და ფაქტები ცალსახად მიუთითებს, რომ ამ პრობლემის მოგვარების დროში გახანგრძლივება რეალობას კიდევ უფრო გაამწვავებს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ნარკოპოლიტიკა კომპლექსური თემაა, რომელიც კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. „ჩვენ კარგად გვესმის, რომ ნარკოპოლიტიკა კომპლექსური თემაა, რომელიც კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. ნარკოპოლიტიკა არ არის მხოლოდ დაჭერა/არ დაჭერა. ეფექტიანი ნარკოპოლიტიკა უნდა ემყარებოდეს ბალანსს ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისების აღკვეთას შორის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ბალანსი დაცული იყოს“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ქიმიური ნარკოტიკების გაზრდილი მოხმარება და ე.წ. „ბიოსგან“ გამოწვეული ზიანი, რაც სამინისტროსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. „ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით და მძიმე ნარკოტიკებთან ბრძოლა ჩვენთვის პრიორიტეტია“, - აღნიშნა მან. ნინო ჯავახაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით შეიქმნა ახალი რეალობა, რაც, ფაქტობრივად, მარიხუანის ნაწილში დეკრიმინალიზაციას გულისხმობს. „როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით შეიქმნა ახალი რეალობა, რაც ფაქტობრივად გულისხმობს მარიხუანას ნაწილში დეკრიმინალიზაციას. შესაბამისად, ეს სფერო საჭიროებს შესაბამის საკანონდებლო მოწესრიგებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. ჩვენ აქტიურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სპეციალისტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ნარკოპოლიტიკის მოწესრიგების საკითხებზე, რომლის საბოლოო მიზანია ეს პოლიტიკა გახდეს უფრო ეფექტიანი. ამ საკითხზე, მომდევნო დღეებში შინაგან საქმეთა მინისტრი დამატებით განცხადებას გააკეთებს“,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
სუს-მა ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა
„ივრის ფერმებში“ მოსავლის აღების დროა - ბაზისბანკი საქართველოში ნუშის კულტურის დანერგვის მხარდამჭერია
CNN: დიმიტრიევმა ნიუ-იორკში ვიტკოფთან და კუშნერთან მოლაპარაკებები გამართა
კობახიძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე -ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)