|
2018-01-04 13:45:13, 8022 ნახვა
Lifestyle
დონალდ ტრამპის ვარცხნილობის საიდუმლო ამოხსნილია
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უჩვეულო ვარცხნილობა, თმის გადანერგვის პროცედურის შედეგია, - ამის შესახებ The New York Post-ი ჟურნალისტ მაიკლ ვულფზე დაყრდნობით იუწყება. ჟურნალისტის წიგნში "ცეცხლი და მრისხანება: ტრამპის თეთრი სახლი" ერთ-ერთი თავი სწორედ პრეზიდენტის ვარცხნილობას ეთმობა. როგორც ჟურნნალისტი ტრამპის ქალიშვილზე დაყრდნობით წერს, თეთრი სახლის ლიდერს თმების გადანერგვა დასჭირდა. "ტრამპის ქალიშვილი მეგობრებს ხშირად უყვებოდა ამ საკითხის ტექნიკურ მხარეზე. თმების გადანერგვის შემდეგ სრულიად მელოტ თხემს თმები ფარავს. პროცედურა ისეა ჩატარებული, რომ თხემის გარშემო არსებული თმები უკან არის გადაწეული და გელით არის დაფიქსირებული", - წერს ჟურნალისტი. "რაც შეეხება ფერს, ივანკა ტრამპი სასაცილო ისტორიას ჰყვება. ფერის უცნაურობა თმის მოვლის საშუალებით Just for Men-ით არის განპირობებული. რაც უფრო მეტხანს იტოვებ საშუალებას თავზე, მით უფრო მუქი ფერი გამოდის, თუმცა ტრამპის მოუთმენლობის გამო, ის საშუალებას დიდხანს არ იტოვებს თმაზე და ფერი გამოდის სტაფილოსფერი", - ამბობს ვულფი. გამოცემა წერს, რომ ის პროცედურა, რომელიც ტრამპმა ჩაიტარა გულისხმობს გამელოტებული კანის ნაწილის ამოჭრას და თმიანი ნაწილის დაჭიმვას.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)